28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
დავით სერგეენკო Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა, პარლამენტის წევრს ვაქცინაციამ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მოუწია.

"ვაქცინაცია არის ინსტრუმენტი, რომელსაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს ერთადერთი სწორი გზაა,"- აცხადებს დავით სერგეენკო. 

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მხოლოდ მედპერსონალს და 55 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ. მათ ორ ვაქცინას - "ასტრაზენეკას" და "ფაიზერს" შორის შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. 

დღის ამბები