28 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
უკრაინა 10 მილიონ დოზა "ფაიზერის" ვაქცინას მიიღებს

უკრაინამ "ფაიზერის" წარმომადგენლობასთან 10 მილიონი დოზის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და ფაიზერის დირექტორს ალბერტ ბურლას მადლობას უხდის.

"უკრაინამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმა "ფაიზერთან" 10 მილიონი დოზის ვაქცინის მომარაგებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ალბერტ ბურლას, რომელმაც შეასრულა თავისი სიტყვა და ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინის მოქალაქეებს დაეხმაროს პანდემიის ამ რთულ პერიოდში," - წერს ვოლოდიმის ზელენსკი.

დღის ამბები