28 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ვიოლა ფონ კრამონი "თბილისი მარიოტში" არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ვიოლა ფონ კრამონი "თბილისი მარიოტში" შეხვედრებს მართავს. ევროპარლამენტარი საქართველოში შვებულების ფარგლებში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მან დღეს შეხვედრები გამართა "ლელოს" ლიდერებთან. ამ წუთებში კი მოლაპარაკება მიმდინარეობს ანა დოლიძესთან.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკითხებით არის დაინტერესებული, მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ პროცესებზე, რომელიც მედიაციას ეხება. 

"ჩვენ ვიყავით პროცესში ყველაზე კონსტრუქციულები, იმ დოკუმენტს ჩვენ ვეთანხმებოდით, სამწუხაროდ ჩვენმა ოპონენტებმა დაიწუნეს ეს დოკუმენტი და კოჭლი დოკუმენტი უწოდეს, რის გამოც ჩაიშალა ყველაფერი,"-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იყო ფონ კრამონის არაოფიციალური შეხვედრა.

დღის ამბები