28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური დემარში და გაცნობიერებული პროვოკაცია - გავრილოვი პოზნერის ვიზიტზე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი, რომლის 2019 წელს საქართველოში ვიზიტი, საპროტესტო ტალღის და პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი გახდა, ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ მოვლენებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ დემარშს და გაცნობიერებულ პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ სერგეი გავრილოვმა ТАСС-თან ისაუბრა:

"პოზნერის შემთხვევა სერიოზული პოლიტიკური დემარშია და მისი ფიგურა შემთხვევით არ აურჩევიათ, იმიტომ რომ ის ფართო პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გაცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყამს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს, რომელიც ასევე გულისხმობს სტუმრის უსაფრთხოებას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, აჩვენოს ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გაცნობიერებულად "ფეხებში სროლაა" იმისთვის, რომ შესუსტდეს ხელისუფლება და ეკონომიკა," - აცხადებს სერგეი გავრილოვი, მისი თქმით ამ შემთხვევამ შესაძლოა რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი მკვეთრად შეამციროს.

სერგეი გავრილოვის თქმით, პოზნერის სტუმრობა იყო იმის გამოხატულება, რომ ქართველ ხალხს,სამოქალაქო საზოგადოებას და რაციონალურად მოაზროვნე ხელმძღვანელობას სურდათ რუსეთთან კარგი ურთიერთობის აღდგენა:

"მაგრამ რადიკალური აგრესიული უმცირესობა, რომელიც წარმოადგენს დასავლური წრეების ინსტრუმენტს, აშანტაჟებს ხელისუფლებას, უწყობს პროვოკაციას იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა განადგურებულ მდგომარეობაში შენარჩუნდეს," - აცხადებს გავრილოვი.

რუსმა დეპუტატმა 2019 წელს საქართველოში მისი ჩამოსვლა და მაშინ განვითარებული მოვლენების გაიხსენა და განაცხადა მაშინ ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა და ამისთვის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის დრო შეარჩია იმ საბაბით, რომ ქვეყანაში ბევრი პარლამენტარის ყოფნის გამო ხელისუფლება აჯანყების ჩასახშობად ძალას ვერ გამოიყენებდა:

"2019 წელს საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა, იმ ფაქტით სარგებლობა, რომ თბილისში ტარდებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა და იქ ბევრი პარლამენტარის ყოფნისას ხელისუფლება ვერ  გამოიყენებდა ძალას აჯანყების ჩასახშობად," - აღნიშნა გავრილოვმა.

დღის ამბები