28 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
საქართველოში ჩასვლა უბრალოდ საშიშია, ვგმობთ ექსტრემისტების ქმედებებს - დიმიტრი პესკოვი

"რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა საშიშია" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მხრიდან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

"საქართველოში წასვლა უბრალოდ, საშიშია. რუსებმა ეს ნათლად უნდა გაიაზრონ,"- აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აქცია ნაციონალისტების მხრიდან ექსტრემისტულ გამოვლინებად შეაფასა და განაცხადა, რომ მოსკოვი არ მიიჩნევს ამ აქციას ინციდენტად, რომელიც კონკრეტულად ერთი  ჟურნალისტისადმი იყო მიმართული. 

"მე საერთოდაც თავს შევიკავებდი დიფერენციაციისაგან. საუბარი აქ არის რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც იქ იყვნენ. იქ ხომ ერთი პოზნერი არ იყო," - განაცხადა კრემლის წარმომადგენლმა. 

ამასთან, პესკოვმა ფაქტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება დადებითად შეაფასა და თქვა, რომ კრემლში მადლიერები არიან ქართული პოლიციის, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი, 50-მდე პირთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. მოთხოვნა ერთი იყო - ოკუპანტი რეჟიმის მომხრეებს საქართველო დაეტოვებინათ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრებმა შეძლეს და რუსი ჟურნალისტის "ვინოტელში" ყოფნის დროს სასტუმროს დროებით ელექტოენერგიაც შეუწყვიტეს. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

დღის ამბები