აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ორინჯში, ერთ-ერთ ოფისში მომხდარ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვიც. დაჭრილია 2 ადამიანი, მათ შორისაა, თავდასხმაში ეჭვმიტანილიც. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
შემთხვევა 31 მარტს საღამოს მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, ცეცხლნასროლი ჭრილობა თავდამსხმელმა თავად მიიყენა თუ არა.
მსგავსი მასშტაბის თავდასხმა ამ ქალაქში თითქმის 25 წელია არ მომხდარა.