28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
იმედია შიდა პოლიტიკური უთანხმოება არ დააზარალებს ევროკავშირისა და საქართველოს ძალიან განსაკუთრებულ ურთიერთობას - სვენ მიქსერი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ევროპარლამენტის დეპუტატი სვენ მიქსერი ეხმაურება. როგორც დეპუტატი ამბობს, დასანანია, რომ პარტიებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა. მისივე თქმით, ვერავინ მიიღებს იმას სრულად რაც უნდათ, ან რასაც ელოდებიან. 

"ცხადია, დასანანია, რომ პარტიებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ან უკანდახევა მაქსიმალისტური მოთხოვნებიდან, რათა ეპოვნათ კომპრომისი. კომპრომისი არის ისეთი რამ, რომელმაც ყველა თანასწორი და ბედნიერი უნდა გახადოს. ვერავინ მიიღებს იმას სრულად რაც უნდა, ან რასაც ელოდება. ევროკავშირი, ცხადია, დარჩება ჩართული ამა, თუ იმ ფორმით. მეც, ჩემი კოლეგების მსგავსად ველოდები ელჩი დანიელსონის და მისის გუნდის მხრიდან სიღმისეულ შეფასებებს, რაც შეიძლება მალე. მაგრამ ცხადია, ევროკავშირს, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ჩართულია, არ შეუძლია პარტიების ნაცვლად კომპრომისის მიღწევა. მხარეებზეა დამოკიდებული, მოძებნონ პოზიციები, რის გარშემოც შეძლებენ შეთანხმებას. საქართველო ცხადია მომავალშიც იქნება ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ეს არის ძალიან მაღალი დონის პარტნიორობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შიდა პოლიტიკური დაყოფა და უთანხმოება არ დააზარალებს ამ ძალიან განსაკუთრებულ ურთიერთობას," - ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი სვენ მიქსერი. 

დღეს დანიელსონი შარლ მიშელს მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.

 

დღის ამბები