28 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი, ხვალ და ზეგ სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება

82 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ქართველი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი COVID ინფიცირებული იყო და ის 19 მარტიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ვოკალურ ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი იყო. 2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებით.

2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი, ხვალ და ზეგ სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

დღის ამბები