28 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
პოლიტიკოსებს რომ ადამიანები აგინებენ ვისი ბრალია? 30 წელია ტელევიზორში არიან და საკუთარი კორპუსიც კი არ ირჩევს - ანა დოლიძე ოპოზიციაზე

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ არასწორი ტაქტიკა აქვთ არჩეული.

ანა დოლიძის თქმით, მათ წინ წამოწეული ჰყავთ არარეიტინგული სახეები, რომელთაც უკვე წლებია არჩევნებზე ხალხი ხმას არ აძლევს.

"დაკარგული აქვთ მათ ხალხთან შეხება, თორემ ეცოდინებოდათ, რომ მათი ტაქტიკა არის მცდარი, უნდა შეცვალონ, როგორ უნდა შეცვალონ, მე უნდა ვასწავლო?

ჩამოაშორონ ეკრანს არარეიტინგული სახეები, დაალაგონ არჩევნების შედეგების მიხედვით, ელემენტარული დათვლა უნდა ამას და ჩამოაცილონ ხალხი, რომელსაც საკუთარი კორპუსი არ ირჩევს და მერე ჰქონდეთ იმედი, რომ ხალხი გარეთ გამოვა?!

ოპოზიციას ამ 5 თვის განმავლობაში არჩეული აქვს მცდარი ტაქტიკა, რადგან დღის წესრიგიდან ოპოზიციამ ამოსვა მთავარი ძალა, რომლის მეშვეობითაც შუბლით გაიტანდა ამ პროცესებს - ეს არის ხალხი. ისინი ხალხს არ ხვდებიან და ხალხის პრობლემებზე არ ლაპარაკობენ, ძირითადად ერთმანეთზე ლაპარაკობენ და რა ჰგონიათ - დაუსტვენენ და ხალხი გარეთ გამოვარდება? NDI-ს კვლევა ამას არ სჭირდება. პოლიტიკოსებს რომ ადამიანები აგინებენ ვისი ბრალია? იმ ხალხის ბრალია, ვინც 30 წელია ტელევიზორშია საკუთარი კორპუსი არ ირჩევს და მაინც ტელევიზორშია,"-აცხადებს ანა დოლიძე. 

 

 

დღის ამბები