28 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
მოაგვარებს თუ არა ENKA-სა და ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების ურთიერთობას ქართველი მენეჯერი - კომპანიაში კომუნიკაციის პრობლემებზე საუბრობენ

უწყვეტი საპროტესტო ტალღის ფონზე, ნამოხვანჰესის მშენებელმა კომპანიის მმართველობაში ცვლილებები გაატარა. თურქულ-ნორვეგიული კომპანია ENKA-ს ახალი აღმასრულებელი მენეჯერი მერაბ ლომინაძეა. კომპანია ამ ცვლილებით კომუნიკაციის პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

მერაბ ლომინაძე საჯარო განცხადებებში აღიარებს, რომ ადგილობრივებსა და კომპანიას შორის მდგომარეობა კომუნიკაციის არარსებობამ გაართულა. ქართველი მენეჯერი პროექტზე სასაუბროდ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და ექსპერტებს შეხვდა. პრეზენტაციისას ითქვა, რომ კაშხლის მშენებლობა დაიწყება მაშინ, როცა ყველა არსებული დასკვნა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ გადამოწმებული იქნება.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კომპანიის მენეჯმენტში ქართველი ხელმძღვანელის დანიშვნა პრობლემის მოგვარების გზად არ მიაჩნიათ.

ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რამდენჯერმე შეიკრიბნენ. ათობით ადამიანი კი ხეობაში ღამეს ყოველდღიურად, უკვე 156-ე დღეა, კარავში ათენებს.

დღის ამბები