ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.
ამ ინფორმაციის მიუხედავად, ბიბილოვის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ე.წ. პრეზიდენტი არათუ მოსკოვში, არამედ ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობს.
სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, სადაც ბიბილოვის კორტეჟი მართლაც ვლადიკავკაზში, რესტორან “Дендрарий-სთან" არის გადაღებული.