28 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
შერონ სტოუნი: ბავშვობაში ბაბუაჩემი ჩემზე და ჩემს დაზე სექსუალურად ძალადობდა

ჰოლივუდის მეგავარსკვლავი შერონ სტოუნი ღიად ალაპარაკდა ბავშვობის მძიმე მოგონებებზე.  "ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში 63 წლის მსახიობმა განიხილა თავისი მემუარები, სადაც ერთ-ერთი თავი სექსუალურ ძალადობას ეხება.

მსახიობი იხსენებს საშინელ მოგონებებს წარსულიდან და ყვება, რომ მასზე და მის დაზე (კელი) ბაბუამისი სექსუალურად ძალადობდა.

მსახიობის თქმით, ამ საკითხზე წლების განმავლობაში ოჯახის გარდა არავისთან უსაუბრია. ამბის გახმაურების კატეგორიული წინააღმდეგი იყო შერონ სტოუნის დედა, თუმცა ის საბოლოოდ მსახიობის დამ დაითანხმა.

როგორც შერონ სტოუნი ამბობს, ავტობიოგრაფიული წიგნი The Beauty of Living Twice პირველად სწორედ დედას წააკითხა.

დღის ამბები