28 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
მორწმუნეთა მცირე რაოდენობა და რომის პაპი ნიღბის გარეშე - პანდემიის გამო​ ბზობის მესა პაპმა შეზღუდვების ფონზე აღავლინა

რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს ბზობის კვირის აღსანიშნავად მესსა აღავლინა. როგორც წინა წელს, ასევე წელსაც დღესასწაულს კორონავირუსის პანდემიის გამო მრევლის შემცირებული რაოდენობა ესწრებოდა.

ტრადიციულად რომის პაპი ბზობის დღესასწაულს წმინდა პეტრეს მოედანზე 10 ათასობით მრევლის წინაშე აღნიშნავს, წელს კი დღესასწაულზე მხოლოდ 120 მორწმუნე იმყოფებოდა. მესაზე დამსწრენი პირბადეს ატარებდნენ, თუმცა რომის პაპი ფრანცისკე დღესასწაულზე პირბადის გარეშე იმყოფებოდა.

ფრანცისკემ მესა ინდონეზიაში აფეთქების შედეგად დაშავებული პირებისთვის ლოცვით დაასრულა. საუბარია ინდონეზიაში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი კათოლიკურ ეკლესიასთან აიფეთქა. აფეთქების შედეგად 14-მდე ადამიანი დაშავდა.

ჯონ ხოპკინსის კორონავირუსის რესურსების ცენტრის მონაცემებით, იტალია არის ქვეყანა, რომელმაც საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო COVID-19-ისგან, რის შედეგადაც 107 000 მოქალაქე დაკარგა. ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებიდან დღემდე ინფიცირებულთა 3,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები