28 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ - ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს წარმატება ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და "ქართული ოცნების" ძალისხმევამ განაპირობა. 

"ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ. 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები