28 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
"მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია" - როგორ გრძნობს თავს მინისტრი ვაქცინაციის შემდეგ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციის შემდეგ თავის მდგომარეობაზე საუბრობს. მინისტრი ამბობს, რომ AstraZeneca-ს აცრის შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები ჰქონდა, თუმცა ეს აბსოლუტურად ნორმალურია.  

"მე თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია, ალბათ აკვირდებით, რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძნობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ კარგი იქნება, რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც Pfizer-ს,“ - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. 

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით 23 მარტს საჩხერეში აიცრა. 

 

დღის ამბები