25-წლიანი პაუზის შემდეგ მხატვარი ლადო ტატიშვილი პერსონალურ გამოფენას აწყობს. მხატვარმა გამოფენას სახელწოდება "მწვანე დელფინის ქუჩა" - მუსიკის შთაგონებით შეურჩია. ლადო ტატიშვილის ნამუშევრები სრულ იმპროვიზაციაზეა აგებული.
27 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, დამთვალიერებელს საშუალება ექნება ექსპოზიციები ფოლკლორის ცენტრში იხილოს.