28 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
რას გულისხმობს სასამართლო რეფორმა - 4 ცვლილება, რომელსაც "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით აპირებს

რას გულისხმობს "ქართული ოცნების" სასამართლო რეფორმა - 4 ცვლილება, რომელსაც მმართველი პარტია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა და მიზნად მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას ისახავს.

რა სახის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება და რას ითხოვს ოპოზიცია - ოპონენტებისთვის რეფორმა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხელახლა დანიშვნას უნდა ეხებოდეს.

შემოთავაზებული ცვლილებები ფასადურია საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმით მართლმსაჯულების სისტემა არ გაჯანსაღდება, ცვლილებებს რეალური შედეგი კი, მისი თქმით, მხოლოდ მაშინ ექნება, თუკი ე.წ. კლანი სასამართლოს დატოვებს.

სისტემის გაჯანსაღების მოლოდინი არ აქვთ არც მესამე სექტორში. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ზედაპირული ცვლილებები შესთავაზა, რომელიც ორიენტირებული არ არის სასამართლოში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე. მიუხედავად კრიტიკისა, მესამე სექტორი მზადაა რეფორმის პროცესში, კანონპროექტის განხილვაშიც ჩაერთოს.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება მმართველ გუნდს სურს. პროექტი 24 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა, 29 მარტს, ორშაბათს კი ის ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავა.

დღის ამბები