28 ნოემბერი 2024,   21:57
ვრცლად
ყაზახეთ - საქართველოს ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა

ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური გაერთიანება დღეს დაფუძნდა. გაერთიანების მთავარი მიზანია ორ ქვეყანასშორისი საინვესტიციო და სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ტურისტული და კულტურული კავშირების განვითარება.

გაერთიანება ერთობლივი ინიციატივით და ყაზახეთის საელჩოს ხელშეწყობით დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის არიან საქართველოს ბაზარზე მომუშავე ყაზახური ბიზნეს-კომპანიები.

საქართველოში ყაზახური კაპიტალით შექმნილი 30 ასეთი კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ კომპანიებში დასაქმებულია 3500-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები