28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
"გაქვთ, თუ არა ფილერი გაკეთებული?" - რა შესაძლო გვერდითი მოვლენა ახლავს Pfizer-ის ვაქცინას

Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. დღეიდან მოქალაქეებს აქვთ საშუალება არჩევანი AstraZeneca-ს და შორის გააკეთონ. 

მედიკოსების შემდეგ, იმუნიზაცია 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. შესაბამისი კლინიკები უკვე მზად არის. პირველი ადამიანი Pfizer-ით სამშაბათს აიცრება.

პრევენციის მიზნით აცრაზე მისულმა ადამიანმა სპეციალური კითხვარი უნდა შეავსოს. თუ ჩამოთვლილ ნებისმიერ პუნქტზე პასუხი არის დიახ, მომატებული რისკის გამო აცრა არ ჩატარდება და ვაქცინაზე მისული პირი დამატებით გამოკვლევებზე შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართდება.

განკუთვნილ კითხვარს კიდევ ერთი საკითხი დაემატა. იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს "ფილერს" სისტემური არა, თუმცა ადგილობრივი გართულებები შესაძლოა გამოიწვიოს. ასეთ შემთხევაში იმუნიზაციის აკრძალულია.

პარალელურად ისევ მიმდინარეობს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები, თუმცა დამატებითი დოზების შემოტანა იმაზეა დამოკიდებული, პრეპარატის სრულად ათვისებას რამდენად მოახერხებს ქვეყანა.

საქართველოში ჩამოტანილი Pfizer-ის ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ცენტრში დასაწყობდა, 30 მარტამდე კი რეგიონებშიც გადანაწილდება. 

დღის ამბები