28 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
მოუწევთ, თუ არა ოპონენტებს წითელი ხაზების დათმობა - ევროპული მედიაციის მეორე რაუნდამდე რამდენიმე დღე დარჩა

მოლაპარაკების ახალ ეტაპამდე და კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებამდე სულ მცირე დრო რჩება, მანამდე კი მხარეებს კომპრომისისკენ ამერიკის ელჩიც მოუწოდებს. კელი დეგნანი ოპოზიციასა და ხელისუფლებას ურჩევს შესათანხმებლად გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგან.

შეთანხმება და კომპრომისების მოძიება, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამას ოპოზიციაშიც ეთანხმებიან, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან ელოდებიან. ოპონენტები ამბობენ, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

მოთხოვნები უცვლელია – ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდაზე შეთანხმებისთვის კვლავ 2 მთავარ საკითხს დებს – ვადამდელ არჩევნებსა და პატიმრების გათავისულფლებას.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში", სადაც მიაჩნიათ, რომ კრიზისი მხოლოდ მაშინ განიმუხტება, თუ დანიელსონი საქართველოში მოლაპარაკებებზე კონკრეტული წინადადებებით ჩამოვა.

ის, რაც წითელი ხაზია ოპოზიციისთვის, ასევე წითელი ხაზია ხელისუფლებისთვის. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან კონსტრუქციულობა სწორედ ოპოზიციას აკლდა. 

მოსალოდნელ მოლაპარაკებებს და ამ დროისთვის არსებულ პოლიტიკურ ვითარებას დღეს ქვეყნის პრემიერიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ 2 არჩევანიღა დარჩა – ან შევიდეს პარლამენტში, ან განაგრძოს მარგინალიზაციის გზით სვლა.

დღის ამბები