28 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
რა განსხვავებაა Pfizer-ის, Astrazeneca-ს და Novavax-ის ვაქცინებს შორის - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინებს გართულებების ერთნაირი სიხშირე აქვთ.  შესაბამისად, ინფექციონისტის განმარტებით, ვერ ვიტყვით, რომ Pfizer-ის ვაქცინა Astrazeneca-ს სჯობს და ის განსაკუთრებულია. 

"Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, მიეკუთვნება ახალი ტიპის ვაქცინებს. ფართო პრაქტიკაში მისი გამოყენება პირველად ხდება. ამით ორგანიზმში შეგვყავს უშუალოდ კორონავირუსის რნმ და ის ასწავლის შემდეგ ორგანიზმს როგორ გამოიმუშაოს ამ ვირუსის ცილები. დღეს საზოგადოების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ Pfizer-ით არის აცრილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ვაქცინა ყველას სჯობია და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდად "ასტრაზენეკას" სჯობს, სულ ცოტა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ისინი დაახლოებით ერთნაირია.

მათ გართულებების ერთნაირი სიხშირე აქვთ და ეს სიხშირე მიზერული და მინიმალურია. Pfizer-ი ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნუ შევქმნით იმ განწყობას, რომ ის განსაკუთრებულია რაიმე კუთხით. მიმაჩნია, რომ ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა იქნება ის, რომელიც ივნისში შემოვა და ეს გახლავთ "ნოვა ვაქსი", რომელიც ტრადიციულ მეთოდს, ცილებს იყენებს და არა - რნმ-ს, ამით კი, ეს ვაქცინა ბევრის გულს მოიგებს. საქართველო კი, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

დღის ამბები