28 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
რამდენიმე წელიწადში გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა - კოვიდვაქცინის შემქმნელები

"ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები“, - ამის შესახებ ოზლემ თურეჯი აცხადებს, რომელმაც მეუღლესთან, კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორ უღურ საჰინთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა შექმნა. 

როგორც უცხოური მედია წერს, პანდემიის პირობებში BioNTech-ის რესურსები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, კომპანიას უკვე აქვს საჭირო სახსრები, რათა ახალი შემართებით დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს - კიბოს საწინააღმდეგო საშუალების შექმნას.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინფორმაციულ რნმ-ზე, იგივე mRNA-ზე დაფუძნებული საშუალებაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმუნურ სისტემაზე მოქმედების იმავე პრინციპის გამოყენება შესაძლებელია კიბოსთან საბრძოლველადაც.

როგორც ოზლემ თურეჯი ამბობს, უკვე არსებობს ექსპერიმენტული ვაქცინა, თუმცა "ამ ეტაპზე რაიმე შედეგის პროგნოზირება რთულია".

"ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მოხმარებისთვის მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები," - ამბობს თურეჯი.

დღის ამბები