28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ - პანდემიის მიზეზით დღესასწაული განსხვავებულ ფორმატში აღინიშნება

დღეს "ნოვრუზ ბაირამს" ზეიმობენ - დღესასწაული აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა პირადად მიულოცა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიზეზით დღესასწაული განსხვავებულ ფორმატში აღინიშნება. "ნოვრუზ ბაირამის" მნიშვნელობაზე ისაუბრეს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმაც. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პანდემია მალე დასრულდება და მომავალში დღესასწაულს მასშტაბურად იზეიმებენ.

ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის. დღესასწაული გაზაფხულის პირველი თვის ბოლო კვირას ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და გაზაფხულისა და ბუნების გამოღვიძების სიმბოლოდ მიიჩნევა.

 

დღის ამბები