28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
Tesla-ს ​ავტომობილებს შესაძლოა უცხო ქვეყნებში ჯაშუშობის მიზნით იყენებდნენ

Tesla-ს წარმოება შესაძლოა შეწყდეს. 

ამერიკული ავტოკონცერნის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, ქარხანა დაიხურება, თუ მისი სატრანსპორტო საშუალებები ჩინეთის მიმართ ჯაშუშობის მიზნით იქნება გამოყენებული.  

ილონ მასკმა აღნიშნულის შესახებ იმ ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის სამხედროებმა საკუთარ ობიექტებზე Tesla-ს გამოყენება აკრძალეს, მიზეზი, "ტესლას" ავტომანქანებში დამონტაჟებული კამერების მიერ შეგროვებული მონაცემებია, რასაც ჩინელი სამხედროები გარკვეულ საფრთხედ აღიქვამენ. 

ჩინეთი, აშშ-ის შემდეგ Tesla-ს რეალიზაციით ერთი-ერთი უმსხვილესი ბაზარია. 

ილონ მასკის გუშინდელი განცხადებით, თუ მისი ბიზნესი დანამდვილებით იქნება გამოყენებული ნებისმიერი უცხო ქვეყნის მიმართ ჯაშუშობის მიზნით, კომპანია დაიხურება. 

დღის ამბები