პედიატრი თემურ მიქელაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ექიმი უარს იტყვის, გამოდის, რომ ყველა ღირებულებაზე, იგივე გეგმიურ ვაქცინაზე, უარს ამბობს.
როგორც პროფესორი აღნიშნავს, ანაფილაქსიური რეაქციები ახალი არ არის, უბრალოდ, სამედიცინო პერსონალმა მისი მართვა უნდა იცოდეს.
"თუ კონკრეტულად AstraZeneca-ს ვაქცინაზე განსაკუთრებით ექიმი იტყვის უარს გამოდის, რომ ჩვენ ყველა ღირებულებებზე, იგივე ამ გეგმიურ ვაქცინაციაზეც უარს ვამბობთ. მაშინ რატომ ვცრით ამ ჩვენს ბავშვებს, შვილებს?
ანაფილაქსიური შემთხვევები მე პირადად მქონია, მათ შორის, ვაქცინაზეც, მქონია მედიკამენტზეც. ეს კაბინეტები, სადაც ჩვენ ვაქცინებს ვაწარმოებთ და ყოველდღიურად პირადად მე 10-15 ბავშვი მომმართავს, პირადად იმ კაბინეტს, სადაც კეთდება ეს ვაქცინაცია და ამ კლინიკაშიც ტარდება ეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაც, აქედან გამომდინარე, ანაფილაქსიური რეაქციები ჩვენთვის არახალია.
ბავშვებსაც გადააქვთ ვაქცინა ისე, როგორც ჩვენ, 5 დღის წინ გადავიტანეთ, იგივე იმ რეაქციებით. ოღონდ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რა არის აცრის შემდგომი რეაქცია და რა არის აცრის უკუჩვენება. აცრის რეაქცია არის ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ბავშვებსაც ახასიათებს.
თუ დააკვირდებით დასავლეთის ქვეყნებში არც AstraZeneca-ს ვაქცინა, არც Pfizer-ის და არც Moderna-ს ვაქცინა მრავალპროფილურ კლინიკებში არ კეთდება. კეთდება ჩვეულებრივ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ზოგ შემთხვევაში, არის სხვადასხვა დაწესებულებები გამოყენებული, სუპერმარკეტებშიც კი.
უბრალოდ, იმ პერსონალმა იცის, როგორ უნდა მართოს ეს ანაფილაქსიური რეაქცია. ჩვენ გვიმართია და ეს არ არის ახალი ჩვენთვის და ბავშვებშიც, დაახლოებით 30 წუთიან დაყოვნებას პირველ ვაქცინაზე, ყოველთვის ვაკეთებთ," - აცხადებს