28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
არავითარ შემთხვევაში არ დავჯდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე, ცალკე თვალები ვუპაჭუნოთ "ქართულ ოცნებას"? - მამუკა ხაზარაძე 

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე დაჯდომას არ აპირებს.  ხაზარაძე ამას "დიდ შეცდომას" უწოდებს და ამბობს, რომ ეს მედიატორის უგულებელყოფა და უპატივცემულობა იქნება. 

""ქართულ ოცნებასთან" არავითარ შემთხვევაში არ დავჯდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება, რომელ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე უნდა დაჯდეს, როცა პრეზიდენტი მიშელის ფორმატით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რას ნიშნავს რომ ცალკე გავიდეთ და ცალკე თვალები ვუპაჭუნოთ "ქართულ ოცნებას"? ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს არის დიდი შეცდომა, ეს არის იმ მედიატორის უგულებელყოფა და უპატივცემულობა, რომელმაც შენი გულისთვის ამხელა ენერგია ჩადო, თავისი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო და მას ახლა ვუთხრათ, რომ შენი შუამავლობით ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ და ცალკე დაველაპარაკოთ ბატონ კობახიძეს და მდინარაძეს, ეს ხომ გამორიცხულია," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები