28 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ პროცესები რევოლუციის გზით განვითარდეს, მაგრამ ამის დიდი სურვილი აქვთ - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი პროცესების რევოლუციის გზით განვითარების შესაძლებლობას ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ  ამის სურვილი ოპოზიციას აქვს. 

გიორგი ვოლსკი ასევე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ სერიოზული ფაქტები და ჩანაწერები აქვს, რითაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებზე.

"შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ პროცესები რევოლუციის გზით განვითარდეს, მაგრამ ამის დიდი სურვილი აქვთ. სახელმწიფო მძევლად ჰყავს აყვანილი იგივე "ნაციონალურ მოძრობას", სხვა ყველა დანარჩენი პარტია ცდილობს მიჰყვეს მთავარ ფარვატერს, რომ იქნებ როგორმე პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს და ხელისუფლების რგოლები ჩაიგდონ ხელს.

ყოველთვის მქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება, რადგანაც "ნაციონალური მოძრაობის" დიქტატი ძალიან თვალშისაცემია და ისინი არასოდეს საუბრობდნენ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე. ასევე, მეორე კონსპირაცია ერთვება, სააკაშვილმა თქვა კიდეც გუშინწინ, დიახაც ვიწერდიო და არ გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერებიც აქვს და წინა ცხოვრებიდან საკმაოდ სერიოზული ფაქტებიც, რითაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებზე. საერთოდ არაფერ უზნეობას არ გამოვრიცხავ მათი მხრიდან," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები