28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია, NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს - იენს სტოლტენბერი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია და NATO მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს.

NATO მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციის ძალისხმევას.

"NATO-სა და საქართველოს პარტნიორობა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვერიდებით და არ გვრცხვენია რთული დისკუსიებისაც. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია და NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, როგორც ეს ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ეს მოიცავს აზრთა სხვადასხვაობის მოგვარებას პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით. NATO მხარს უჭერს მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ეწევა ევროკავშირი.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, რათა იპოვოთ საერთო ენა და გამოსავალი. საქართველო NATO-სთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ," - აცხადებს იენს სტოლტენბერი.

დღის ამბები