28 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ვერ დაამტკიცეს გაყალბება და ვეხვეწებით პრაქტიკულად პარლამენტში შემოსვლას პარტიებს, რომლებიც გამოირჩევიან დანაშაულებრივი წარსულით - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს შეთანხმებაში, არის მათი პარლამენტში შესვლა.

კობახიძის თქმით, მათი ამოცანაა საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულ იქნეს და პარლამენტი მრავალპარტიული გახდეს.

"არის არაერთი პუნქტი იმ მონახაზში, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და, ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ამ შეთანხმებაში ოპოზიცია, არის მათი შემოსვლა პარლამენტში. ანუ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და იქით ვეხვეწებით პრაქტიკულად პარლამენტში შემოსვლას, თან როგორ პარტიებს, რომელებიც გამოირჩევიან საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით, ესენი არიან ერთი პარტიის სხვადასხვა განშტოება, რომელთაც აქვთ დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი ეს პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს, მაგალითად არჩევნები თითქოს გაყალბდა, პოლიტპატიმრები თითქოს არსებობენ, ამით მათ შორის სურთ ბუნებრივია, გადაფარონ საკუთარი დანაშაულებრივი წარსული. თუმცა ჩვენი ამოცანაა არის ის, რომ თუნდაც ასეთ პოლიტიკურ პარტიებთან მივაღწიოთ შეთანხმებას იმისათვის, რომ შედგეს საბოლოო ჯამში მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იქნება 8 მარტის შეთანხმების შედეგი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები