რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძის არჩევას რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა, ის დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს.
"აქ არ არის ირაკლი აბურიძეზე საქმე, აქ არის ქართული რაგბის ღირსებაზე საუბარი და იმ ღირსეულ ადამიანებზე, ვინც ჯანმრთელობა შესწირეს და ვიღაცებმა კომფორტი მოირგეს. ეს არის სამწუხარო და მაგას არ ვაპატიებთ.
არასოდეს ჩვენთან პოლიციის კორდონი ჩვენს შორის არ მდგარა. გვიჩხუბია, ნათლიებიც ვართ, ერთი ოჯახი ვართ. ხდება, სპორტსმენები ვართ, როცა მოთამაშე ხარ, ძალა გერჩის, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სამყაროში არასდროს არ ყოფილა," - აღნიშნა აბუსერიძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე გახდა. ის დღეს ერთადერთი კანდიდატი იყო და მისი მოწინააღმდეგეების მცდელობის მიუხედავად პროცესი არ ჩაიშალა. დროში გაჭიანურების მიუხედავად კვორუმი შედგა და ხელმძღვანელიც დაინიშნა. არჩევნების მიმდინარეობის დროს ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.