28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
საკლუბო კულტურაში დასაქმებულებისთვის გამოყოფილი 2 მლნ ლარით 500-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს

2 მილიონი ლარით, რომელიც თბილისის მერიამ ელექტრონულ მუსიკაში და საკლუბო კულტურაში დასაქმებულების დასახმარებლად გამოყო, 500-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. 

დახმარების ამ პაკეტით ისარგებლებს 500 შემოქმედი, მათ შორის, "დიჯეი" და ამ დარგში მომუშავე სხვა არაერთი პირი.

ასევე, გათვალისწინებულია ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აღნიშნავს, რომ ზაფხულიდან დაიწყება ეკონომიკური გახსნის პერიოდი და ამ დახმარების მეშვეობით კლუბები შეძლებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კლუბების მეპატრონეები კი აცხადებენ, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულებას ხვალიდან დაიწყებენ.

დღის ამბები