28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
მილიონი საკითხია სადაც შეიძლება იყოს კომპრომისი, მაგრამ არის საკითხები სადაც კომპრომისი ვერ მოხდება - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგისას კომპრომისის მიღწევა რამდენიმე საკითხზე შესაძლებელია, თუმცა როგორც მან "ღამის კურიერში" განაცხადა, არსებობს საკითხები, რომლის შესრულებასაც ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს და მათზე კომპრომისი ვერ მოხდება:

"კომპრომისი ვერ მოხდება იმაზე, რომ მელია უნდა გამოვიდეს გარეთ. კომპრომისის საგანი ვერ იქნება ის, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთი მასშტაბის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა ხელახალი არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩემთვის ასევე წარმოუდგენელია კომპრომისი საარჩევნო სისტემაზეც. ამის გარდა, მართლმსაჯულების სისტემაც ჩაწერა შარლ მიშელმა, სადაც არის მილიონნაირი წარმოდგენები, როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულების სისტემა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც გავაფორმეთ არჩევნებამდე და რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. თუ ამაზე წამოვა "ქართული ოცნება", იდეალური იქნება და დავიწყებთ ნორმალური მართლმსაჯულების მშენებლობას, მაგრამ თუ არ წამოვა, იქ შეიძლება იყოს რაღაც კომპრომისებზე საუბარი. მილიონი საკითხია, რომელზეც არც კი დაგვიწყია საუბარი, სადაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება იყოს კომპრომისი მიღწეული," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები