28 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი ოპოზიციის გარეშე მომავალი კვირიდან იწყებს

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა ოპოზიციის გარეშე - პარლამენტი პროექტის განხილვას მომავალი კვირიდან იწყებს.

ცვლილებები უკვე მზად არის, მასზე "ოცნებამ", "მოქალაქეებთან" და "ევროპელ სოციალისტებთან" ერთად იმუშავა. სავარაუდოდ 2 თვეში ქვეყანას უკვე ახალი საარჩევნო წესები ექნება.

თუმცა ამ დრომდე ისევ რჩება შეუთანხმებელი საკითხები, ეს არის მოთხოვნა, რომელიც პროპორციულ სისტემას ეხება და ასევე კვოტები საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საკითხებზე შენიშვნები პროცესში ჩართულ არასამთავრობოებს აქვთ. ამ ფონზე ისევ აქტიურია საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, ჩაერთონ პროცესში.

დღის ამბები