რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. აშშ სახაზინო დეპარტამენტის ე. წ შავ სიაში შვიდ რუს მაღალჩინოსანსა და 14 იურიდიულ პირს შეიყვანს.
დღეს ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები რუს მაღალჩინოსნებს ევროკავშირმაც დაუწესა. პერსონალური სანქციები დაუწესდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორს, როსგვარდიის ხელმძღვანელსა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსს. აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ. გაიყინება ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული მათი ანგარიშებიც .
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.