28 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
შეძლებს თუ არა ფაშინიანი პრემიერ მინისტრის სავარძლის შენარჩუნებას - ხვალ ერევნის ცენტრში დიდი აქციაა დაგეგმილი

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციასთან შესახვედრად ემზადება, ის დღეს ტელეფონით ესაუბრა ერთ-ერთ ლიდერს ედმონდ მარუკიანს და ვადამდელ არჩევნებზე დიალოგი შესთავაზა. თუმცა მოვლენებს დაასწრო ოპოზიციის მეორე ნაწილმა და პრემიერ- მინისტრს უარი შეუთვალა.

შეძლებს თუ არა ფაშინიანი შეინარჩუნოს ხელისუფლება - პრემიერ-მინისტრი მარტოა. პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, პრეზიდენტი სარქისიანი, ფაშინიანისგან დისტანცირებას ცდილობს და ჯერ ისევ არ აწერს ხელს გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებას.

რუსული მედიის მიხედვით, მოსკოვის პოზიცია აშკარაა, ფაშინიანი წარსულია ალიევისთვისაც, რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე თურქეთი კი, ჯერ ნეიტრალური მეთვალყურის როლშია.

ახლა ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, აქვს თუ არა მას ხალხის მხარდაჭერა. ხვალ ერევნის ცენტრში დიდი აქციაა დაგეგმილი.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები