28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
პროტესტის მეოთხე დღე სომხეთში - აქციებზე ხალხის რაოდენობა შემცირდა

პროტესტის მეოთხე დღე სომხეთში, ნიკოლ პაშინიანს გენერალური შტაბის მეთაურის გადასაყენებლად პრეზიდენტისთვის მიმართვა მეორედ დასჭირდა.

პირველ შემთხვევაში პასუხად უარი მიიღო. როგორც სარქისიანის პრესსამსახურმა განმარტა, პრეზიდენტმა გასპარიანის გადაყენების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები წამყვან იურისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავსი განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ოპოზიციის დღევანდელი საპროტესტო აქცია, ტრადიციისამებრ, ეროვნული ასამბლეას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციებზე ხალხის რაოდენობა შემცირდა. დღეს "ფეისბუქით" სომხეთის პრემიერმა მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, პირველ მარტს, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე კიდევ ერთხელ შეიკრიბონ.

დღის ამბები