28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ქვეყანა რეგულაციების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადადის - რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან

ხვალიდან ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადადის. 1 მარტიდან იხსნება იხსნება მუზეუმები, საბავშვო ბაღები, ფიტნეს-დარბაზები.

უქმდება შაბათ-კვირის კარანტინი. უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში დაშვებული ხდება პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება.

რეგულაციების დაცვით, ასევე, ხვალიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების გამართვაც.

ცვლილებებია სარესტორნო სფეროსთვისაც.

ბათუმში 1-ლი მარტიდან, ქვეყნის სხვა რეგიონებში კი - 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.

დღის ამბები