28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
საბავშვო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები იხსნება - პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან შემსუბუქდება

პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან მოიხსნება. იხსნება როგორც კერძო, ასევე - საჯარო საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში კი დაშვებული ხდება პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება.

რეგულაციების დაცვით ხვალიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების გამართვაც. ცვლილებებია სარესტორნო სფეროსთვისაც.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ხვალინდელი გახსნისთვის უამრავი ობიექტი უკვე ემზადება.

"მუზეუმები, ბიბლიოთეკები ემზადებიან გასახსნელად. მნიშვნელოვანი სიახლე არის ის რომ, ხვალიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს შეეძლოთ ჩამოსვლა PCR ტესტით, ახლა ჩვენი მეზობელი ქვეყანებიც დაემატებიან,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, იქ ახალი წესები იმოქმედებს და მშობლებს შიდა სივრცეში შესვლა არ შეეძლებათ. მშობლები და მასწავლებლები ბაღების გახსნისთვის ემზადებიან.

პედაგოგები იქნებიან პირბადეებით, ბაღების შესასვლელში კი იქნება დეზობარიერი.

დღის ამბები