28 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
თუ ნამოხვანჰესის მშენებლობა 2 კვირაში არ შეჩერდება, ქუთაისში გამართული აქციის ორგანიზატორები ცენტრალური მოედნის პიკეტირებას გეგმავენ

ქუთაისში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს.

მათი თქმით, თუ ორ კვირაში არ შეჩერდება ჰესის მშენებლობა, ისინი მწვავე პროტესტზე გადავლენ და მოახდენენ ცენტრალური მოედნის პიკეტირებას. კომპანიის მუშაობის შესაჩერებლად კი ხვალიდანვე განახლდება პროტესტი და არ მისცემენ მუშაობის უფლებას.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომდევნო აქცია 14 მარტს გაიმართება და თუ საჭირო იქნება ნამოხვაჰესის წინააღმდეგ მეტი ადამიანი გამოვა. აქციას პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები შეუერთდნენ.

დღის ამბები