28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციები ყაზახეთში დაკავებების ფონზე მიმდინარეობს

ყაზახეთში ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია და საზოგადოება ქვეყანაში არსებულ მძიმე კორუფციულ ვითარებას აკრიტიკებს.

ბოლო მონაცემებით ქალაქ ალმატიში დაკავებულია 50-მდე აქტივისტი. შეკრებილი საზოგადოება გადამდგარი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელს სკანდირებს და მისი პოლიტიკიდან წასვლას მოითხოვს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა თანამდებობა, 2 წლის წინ დატოვა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, მხოლოდ ფორმალურად. 30 წელია ყაზახეთის ხელისუფლებას პარტია "ნურ ოტანის" წევრები წარმოადგენენ. ოპოზიციას კი საპარლამენტო მანდატებიც არ გააჩნია.

დღის ამბები