მიანმარში სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ესროლეს. დაიღუპა 2 და დაიჭრა აქციის რამდენიმე მონაწილე. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება უკვე მე-2 დღეა, უკიდურესად დაძაბულია, გუშინ დაპირისპირებას ქალი ემსხვერპლა.
მიანმარში უკვე 1 თვეა სამხედრო გადატრიალებაა.
ჯარისკაცებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დაპატიმრებულია ქვეყნის პრეზიდენტი.