28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ლელოს" ლიდერები ვაქცინაციის დროულად დაწყებისკენ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ

"ლელოს" ლიდერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან პანდემიის 1 წელი შეაჯამეს და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დროული ვაქცინაციისკენ.

ვატო სურგულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ვაქცინაცია რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი მესამე ტალღის შედეგები.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის სისტემის აღარ სჯერათ.

"უკვე კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, გვინდა, ვიცოდეთ, როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. შეზღუდვა გადაადგილებაზე კი არის ყოვლად არაადეკვატური და არაკონსტიტუციური რაც მალე უნდა მოიხსნას,"- აღნიშნა თამაზ დათუნაშვილმა.

დღის ამბები