28 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში და პოლიტიკური პროცესები გაგრძელდეს პარლამენტში"- მაკა ბოჭორიშვილი

შარლ მიშელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 საათისთვის ელოდებიან. უკვე გაწერილია დღის წესრიგი.

მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერთან და ოპოზიციასთან ხვალიდან იწყებს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი აპირებს ჩავიდე საოკუპაციო ხაზთანაც, ის ადგილზე გაეცნობა იმ რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება.

საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, COVID-19-თან ერთობლივ ბრძოლასა და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მომავალზე. თუმცა ამ ფონზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მისი განმუხტვის გზები. 5 დღის წინ მას 6-მა ევროპარლამენტარმა წერილობით მიმართა და მოუწოდა, გამოიყენოს ვიზიტი პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რომ განახლდეს დიალოგი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ შარლ მიშელი ოპოზიციასაც შეხვდება.

"შარლ მიშელი, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას დიალოგის მაგიდისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია, რომ მიშელი შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები,"-აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში უნდა ჩაერთოს.

"ვიზიტი ხორციელდება საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. გზავნილები არის ის, რომ პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში და პოლიტიკური პროცესები გაგრძელდეს პარლამენტში,"-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები