ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურ ციხეში ნიუ-იორკის მაფიის ბოსად წოდებული პეტერ არტურ გოტი გარდაიცვალა.
81 წლის განგსტერის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.
პეტერ გოტი "გამბინოს" მაფიოზურ კლანს სათავეში, ძმის, ჯონ გოტის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა. "გამბინოს კლანი" ნიუ იორკში 1902 წელს ჩამოყალიბდა და ამერიკულ-იტალიური მაფიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დაჯგუფებად ითვლებოდა.