28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად - ენმ-ს ლიდერს მხარდამჭერებმა და პარტნიორებმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიაკითხეს

პატიმრობაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თანადგომა ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამოუცხადეს. 

ეროვნული ჰიმნის ფონზე შეძახილებით ნიკა მელიას უთხრეს, რომ ის მარტო არ არის. მხარდამჭერ მსვლელობამდე რუსთავში ნიკა მელიას უფლებადამცველი ჩავიდა. საპატიმროდან გამოსულმა თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერი თავს მხნედ გრძნობს.

ასევე, გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკურ სტრატეგიაზე მსჯელობს. უახლოესი გეგმა 26 თებერვლის აქციაა, რომლის დეტალებიც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. 

დღის ამბები