28 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ვაქცინის არასამართლიანი გადანაწილება მოხდა, ჯერჯერობით შეუცვლელი იარაღი პირბადეა - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ თებერვლის ბოლოსკენ "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში ვეღარ შემოვა არის ის, რომ  მწარმოებლები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ და ამასთან, ვაქცინის გარკვეული არასამართლიანი განაწილებაც მოხდა დიდი და ფინანსურად ძლიერი ქვეყნების მიერ.   

 "თებერვლის ბოლოს მცირე, მაგრამ "ფაიზერის" პირველი პარტია უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. მინდა დავაზუსტო, რომ ეს პრობლემა არის არამარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად, რადგან მწარმოებლები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ასევე, გარკვეული არასამართლიანი გადანაწილებაც მოხდა, ეს აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმაც, დიდმა, ფინანსურმა ძლიერმა ქვეყნებმა, პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარ ქვეყანას მიანიჭეს და საერთო პანდემიის მართვის წესი არ გაითვალისწინეს. მოთხოვნა, რაც იყო ზოგადად ჩვენს სახელმწიფოს დაკმაყოფილებული აქვს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანად აღებული, მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ვაქცინირებული,"- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინის დაგვიანებით შემოტანასაც თავისი პოზიტიური მხარე აქვს:  

"როგორც ყველაფერ ცუდს, თავისი კარგი მხარე აქვს, ასეა ამ შემთხვევაშიც, დაგვიანებასაც თავისი პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. ეს ვაქცინები ფორსმაჟორშია შექმნილი და რაც მეტი დრო გავა, მეტი ინფორმაცია იქნება ვაქცინაზე. თუმცა, ახლა ვაქცინები, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაცია აქვს, ისინი მაღალი სანდოობისაა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

 

 

დღის ამბები