28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა,თბილისელებმა ოფიციალურად დაირეგისტრირონ ქონება და ისარგებლონ მუნიციპალური სერვისებით - მაია ბითაძე სამშენებლო ამნისტიაზე

პარლამენტი სამშენებლო ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს.

ახალი კანონპროექტზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ეს პანდემიურ სიტუაციაში, ბევრად უფრო გაურთულებს სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობას, რომ განივითარონ თავიანთი ბიზნესი.

"პანდემიურ სიტუაციაში, ბევრად უფრო გაურთულებს სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობას, რომ განივითარონ თავიანთი ბიზნესი. ისე გამოვა რომ ყველაფერი გაჩერდება. ექსპლუატაციაში შესვლა არის ბოლო ეტაპი, მანამდე თუ კომპანიამ ბინა ვერ გაყიდა და თანხა ვერ მოზიდა, როგორ დაასაქმებს მაშინ ადამიანებს. ეს ის შეზღუდვაა, რომელიც ეკონომიკას ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი. 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ  ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ თბილისელებმა ოფიციალურად დაირეგისტრირონ ქონება და ისარგებლონ იმ მუნიციპალური სერვისებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 100%-ით ფინანსდება. 

"აღარ იქნება შესაძლებელი, რომ საცხოვრებელ ობიექტში შესახლდნენ ადამიანები, იმ პირობით რომ აღარ იქნება შესაძლებელი ობიექტს მიეწოდოს დენი და გაზი, რაც თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ დაუმთავრებელ ობიექტში იცხოვრონ ადამიანებმა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ თბილისელებმა ოფიციალურად დაირეგისტრირონ ქონება და ისარგებლონ იმ მუნიციპალური სერვისებით, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფინანსდება 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოსგან," - აღნიშნავს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

მკაცრდება ზომები იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანია ვალდებულებებს სრულად არ შეასრულებს. იმ შემთხვევაში თუ შენობა არ იქნება ექსპლუატაციაში, აკრძალული იქნება ობიექტისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება. კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული დარღვევები განეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიასაც.

 

 



დღის ამბები