28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
"თბილისი ცენტრალის" დირექტორი ხელისუფლებისგან გარკვეულ შეღავათებს ელოდება

სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი პრემიერის პირობებში მათ სექტორს შეღავათი ექნება.

"არის, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტებიც, თუმცა რეალურად კიდევ გამოიკვეთა ის, რომ კვლავ კომუნიკაციის ნაკლებობას ვგრძნობთ.

იყო კიდევ ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ეს შეეხებოდა დარგისთვის ანტიკრიზისულ პაკეტს, კერძოდ, ქონების გადასახადის ნაწილს, იმიტომ რომ ჩვენ 5 თვე ვიყავით შარშან დაკეტილები, მაშინ პრემიერ გახარია დაგვპირდა ამ საკითხის განხილვას, თუმცა არ მოხერხდა და იმედი გვაქვს, რომ უკვე ახალი პრემიერის პირობებში მოხდება ამ საკითხის მოტრიალება და ჩვენს სექტორსაც ექნება რაღაც კონკრეტული შეღავათი," - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

 

დღის ამბები