უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. აქციებზე დააკავეს რამდენიმე ათეული დემონსტრანტიც.
აქციების პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ბრალდებები არ წყდება. ის ამჯერად ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების ომის დროს შეგნებულად არ გამოყენებაში დაადანაშაულა.
ბრალდებებს ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე უპასუხა და განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა "სჯობს ის იკითხოს, თუ რატომ არ აფეთქდა "ისკანდერის" რაკეტები, ან რატომ აფეთქდა მხოლოდ 10%".
სომხეთში პოლიტიკური მღელვარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაიწყო.