28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
მთის გახსნას სჭირდება გარკვეული პერიოდი, 8 მარტამდე ვერ ესწრება - სათხილამურო კლუბის ხელმძღვანელი

სათხილამურო კლუბის "გუდაურას" ხელმძღვანელის შალვა აბრამიშვილის თქმით, სამთო კურორტების გახსნა 8 მარტამდე ვერ მოესწრება, რადგან საჭირო სამუშაოები გარკვეულ პერიოდს მოიცავს.

შალვა აბრამიშვილის განმარტებით, ხელისუფლებას ისინი ადრე უნდა გაეფრთხილებინა, რათა მოსამზადებელი პერიოდი დაეწყოთ.

"უფრო ადრე რომ დაეკვალიანებინათ მთის კურორტები, სამუშაოები უფრო ადრე დაიწყებოდა და უფრო ადრე შევძლებდით კურორტის გახსნას, მარტის პირველ რიცხვებში. მთის გახსნას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ისე არ არის, რომ ავდგე და ხვალ გავხსნა. აქედან გამომდინარე, 8 მარტამდე ვერ ესწრება ეს ყველაფერი," - განაცხადა სათხილამურო კლუბის "გუდაურას" ხელმძღვანელმა "კურიერთან" საუბრისას.

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა საკოორდინაიცო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

დღის ამბები